Form cover
Page is - გვერდი Pages is - გვერდები of is (Like from) - "- დან

გლობალური გამოკითხვა გენერაციული ხელოვნური ინტელექტის (GenAI), სამუშაოსა და უნარების შესახებ

მოგესალმებით და მადლობა გამოკითხვაში მონაწილეობისთვის.

ეს გამოკითხვა საქართველოში, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში (BTU) მიმდინარე კვლევის ნაწილია. ის განკუთვნილია ამჟამად დასაქმებული ადამიანებისთვის.

კვლევა შეისწავლის, თუ როგორ ცვლის გენერაციული ხელოვნური ინტელექტი უნარებსა და სამუშაოებს. თქვენი პასუხები დაგვეხმარება უკეთ გავიგოთ, თუ როგორ აყალიბებს გენერაციული ხელოვნური ინტელექტი შრომის მომავალს.

გამოკითხვის შევსებას დაახლოებით 10 წუთი დასჭირდება. მონაწილეობა ნებაყოფლობითია, თქვენი პასუხები დარჩება ანონიმური და გამოყენებული იქნება მხოლოდ კვლევითი მიზნებისთვის. გამოკითხვის შეწყვეტა ნებისმიერ დროს შეგიძლიათ.

მცირე მადლობა: თქვენ მიერ დათმობილი დროისთვის მადლიერების ნიშნად, გამოკითხვის გაგზავნის შემდეგ შეგიძლიათ დატოვოთ თქვენი ელფოსტის მისამართი და მიიღოთ მოწვევა უფასო შესავალ კურსზე „ხელოვნური ინტელექტი ყველასთვის“ (AI for Everyone), რომელსაც უახლოეს თვეებში ნათია ხუხუნაიშვილი გაუძღვება. ელფოსტის მისამართის დატოვება სრულიად ნებაყოფლობითია და ის არ დაუკავშირდება თქვენს პასუხებს.

წინასწარ გმადლობთ დროისა და კვლევაში შეტანილი წვლილისთვის.
ნათია ხუხუნაიშვილი (დოქტორანტი) და ცოტნე ჟღენტი (ასოცირებული პროფესორი), ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი