კითხვარი განკუთვნილია ადამიანური რესურსების მართვის სფეროს მოქმედი პროფესიონალებისთვის.
ACT • ეისითი ატარებს ონლაინ გამოკითხვას საქართველოში მომუშავე კომპანიების / ორგანიზაციების წარმომადგენლებს შორის. კვლევის მიზანია კომპანიებში HR საჭიროებების შესწავლა და აქტუალური შიდა ორგანიზაციული კვლევების იდენტიფიცირება. გამოკითხვა სულ რაღაც 7-8 წუთს წაგართმევთ.
კვლევის შედეგები წარმოდგენილი იქნება პრეზენტაციის ფორმატში, რომელზეც მოწვეული იქნება კვლევაში მონაწილე ყველა კომპანიის წარმომადგენელი. დამატებით თითოეულ მონაწილეს მიეწოდება სრული ანგარიში. ამისათვის გთხოვთ, შეავსოთ ინფორმაცია თქვენი და თქვენი კომპანიის შესახებ:
კვლევის შედეგების კომუნიკაციისას მონაწილეთა ანონიმურობა დაცული იქნება.