გამარჯობა! მე ვარ ქეთევან შავლიაშვილი -- ექიმი, მკვლევარი და Medea Health-ის დამფუძნებელი. ეს არის პირველი კვლევა, რომელიც ეძღვნება ქართველი ქალების გამოცდილებას, ცოდნასა და საჭიროებებს მენოპაუზის შესახებ — როგორც საქართველოში,
ისე მის ფარგლებს გარეთ. ეს კვლევა სრულიად ანონიმურია. ჩვენ არ ვაგროვებთ თქვენს პირად მონაცემებს (მაგალითად, სახელს, ელ-ფოსტას) და IP მისამართს. კითხვარის შევსებას დაახლოებით 8–10 წუთი სჭირდება. თქვენი პასუხები გამოყენებული იქნება სამეცნიერო კვლევის მიზნებისთვის, შეიძლება გაერთიანებული (ანონიმური) სახით გამოქვეყნდეს აკადემიურ ჟურნალებში და დაგვეხმარება მენოპაუზისა და შუახნის ქალის ჯანმრთელობაზე ქართულ ენაზე საგანმანათლებლო პლატფორმის განვითარებაში.
ამ კვლევაში მონაწილეობის მიღება თქვენთვის პირდაპირ სარგებელს არ იძლევა. რისკები მინიმალურია და ძირითადად უკავშირდება იმ შესაძლო უხერხულობას, რომელიც შეიძლება გამოიწვიოს პირად ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ კითხვებზე პასუხის გაცემამ.
თქვენ შეგიძლიათ გამოტოვოთ ნებისმიერი კითხვა, რომელზეც პასუხის გაცემა არ გსურთ, და ნებისმიერ დროს შეწყვიტოთ მონაწილეობა -- უბრალოდ დახუროთ ბრაუზერის ფანჯარა.
კითხვარის გაგრძელებით თქვენ ადასტურებთ, რომ ხართ 35 წლის ან უფროსი ასაკის და თანხმობას აცხადებთ მონაწილეობაზე ამ ანონიმურ კვლევაში.