Page 1 of 2

KOPI · კონდიტერი

Kopi — არის სივრცე, სადაც განსაკუთრებული ყავა, დიზაინი და თანამეგობრობა ერთიანდება. ჩვენ ვქმნით და ვავრცელებთ Specialty ყავის კულტურას ბათუმში, ყველასთვის, ვისთვისაც ყავა ნიშნავს უფრო მეტს — შთაგონებას, რიტუალს და სიამოვნებას.

კომპანია "KOPI" ეძებს გუნდის ახალ წევრს შემდეგ პოზიციაზე: კონდიტერი.

ძირითადი მოვალეობები:

· იმოქმედოს საკონდიტროში არსებული სტანდარტების მიხედვით;

· აკონტროლოს პროდუქტების ვარგისიანობა;

·  შეასრულოს საკონდიტროში არსებული ყოველდღიური პროცედურები;

· სისუფთავის ნორმების კონტროლი დადგენილი სტანდარტების შესაბამისად;

· ხელმძღვანელის მითითებების ზედმიწევნით შესრულება;

· შინაგანაწესის დაცვა.

მოთხოვნები

 სასურველია მინიმუმ 6 თვიანი მუშაობის გამოცდილება კონდიტერის პოზიციაზე;

· კრეატიული და მოტივირებული;

· გუნდურად მომუშავე;

· მოქნილი სამუშაო გრაფიკის მიმართ;

· შეეძლოს დროის განაწილება;

·  იყოს მოწესრიგებული და იცავდეს ჰიგიენურ ნორმებს;

· ემოციურად სტაბილური.

ჩვენ გთავაზობთ:

· სტაბილურ სამსახურს. · კომფორტულ სამუშაო გარემოს. · თვითგამოხატვისა და განვითარების შესაძლებლობას. · პროფესიული ზრდის მხარდაჭერას და გადამზადებას. · მხიარული, მეგობრული და ინსპირაციული გარემოს

თუ მზად ხარ, შენი დღეები ყავის სურნელით და საინტერესო ადამიანებით გაავსო — ჩვენ შენ გეძებთ 💌

სამუშაო ადგილი: ბათუმი, ლერმონტოვის 8

თქვენს შესახებ

ატვირთე შენი რეზიუმე ან სამოტივაციო წერილი.

მოცემულ ვაკანსიაზე რეზიუმეს გამოგზავნით ადასტურებთ, რომ თქვენს მიერ შპს "კოპი შოპი" მიწოდებული ინფორმაცია არის უტყუარი. ასევე აცხადებთ თანხმობას თქვენი პერსონალური მონაცემების შენახვა/დამუშავებაზე, რეზიუმეს გამოგზავნიდან 3 წლის ვადით, კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით.