დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირი
ამ სარეგისტრაციო ფორმით თქვენ მიერ წარმოდგენილ პერსონალურ მონაცემებს დაამუშავებს ი/მ „დიფიო აკადემი ჯორჯია“ (ს/ნ: 01008063795).
ტელ: +995 511 71 66 44 ელ. ფოსტა: info@dpoacademy.ge
დამუშავების მიზანი
თქვენ მიერ წარმოდენილ მონაცემებს დავამუშავებთ სასწავლო კურსში თქვენი მონაწილეობის უზრუნველსაყოფად, კერძოდ, იმისთვის, რომ:
· მოგაწოდოთ კურსის ღირებულების გადახდისთვის საჭირო ინფორმაცია და შევძლოთ თქვენ მიერ კურსის ღირებულების გადახდის დადასტურება;
· გაგიზიაროთ კურსში მონაწილეობისთვის საჭირო ბმულები, ინფორმაცია და სასწავლო მასალა;
· მოვახდინოთ კურსის მიმდინარეობის ფარგლებში თქვენი იდენტიფიცირება;
· მოგაწოდოთ ინფორმაცია ფინალურ ტესტირებაში თქვენ მიერ მიღებული შედეგების შესახებ;
· ფინალურ ტესტირებაში დადებითი შედეგის მიღების შემთხვევაში, დაგიმზადოთ და მოგაწოდოთ სერტიფიკატი.
გაწეულ მომსახურებასთან დაკავშირებით დავის წარმოშობის შემთხვევაში, მონაცემები ასევე დამუშავდება ჩვენი სამართლებრივი პოზიციის დასასაბუთებლად.
დამუშავების საფუძველი
თქვენს მონაცემებს დავამუშავებთ „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „ი“ ქვეპუნქტების საფუძველზე.
შენახვის ვადა
სარეგისტრაციო ფორმით წარმოდგენილ თქვენს მონაცემებს შევინახავთ კურსის დასრულებიდან 1 წლის ვადით. შენახვის ვადის ამორუწვის შემდეგ თქვენი მონაცემები წაიშლება.
ვის გადავცემთ მონაცემებს
სარეგისტრაციო ფორმით წარმოდგენილ მონაცემებს შესანახად გადავცემთ ჩვენს დამუშავებაზე უფლებამოსილ პირს - Tally B.V. (რეგ. მისამართი: August Van Lokerenstraat 71, 9050 Ghent, Belgium; რეგ. ნომერი: 0776.979.007), რომელიც უზრუნველყოფს სარეგისტრაციო პლატფორმის ფუნქციონირებას.
დამუშავებაზე უფლებამოსილი პირი თქვენს მონაცემებს შეინახავს ბელგიის სამეფოში, სადაც უზრუნველყოფილია მონაცემთა დაცვისა და მონაცემთა სუბიექტის უფლებების დაცვის სათანადო გარანტიები.
თქვენი უფლებები
თქვენ გაქვთ უფლება, მოითხოვოთ:
• ინფორმაცია თქვენი მონაცემების დამუშავების შესახებ;
• თქვენი მონაცემების გაცნობა და მათი ასლის მიღება;
• თქვენი მონაცემების გასწორება, განახლება და შევსება;
• თქვენი მონაცემების დამუშავების შეწყვეტა, მონაცემების წაშლა ან განადგურება;
• თქვენი მონაცემების დაბლოკვა.
მოთხოვნის წარმოდგენა შეგიძლიათ შემდეგ მისამართზე: info@dpoacademy.ge.
თუ თვლით, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები უკანონოდ მუშავდება, შეგიძლიათ მიმართოთ სახელმწიფო აუდიტის სამსახურს ან სასამართლოს.