Form cover
Page 1 of 3

ტესტის გავლის ინსტრუქცია

კეთილი იყოს შენი მობრძანება ucompass-ის ვებ-გვერდზე!
აქ იხილავ ინსტრუქციას ტესტის გასავლელად.
ყურადღებით წაიკითხე ყველა წინადადება. შენ შეგხვდება კითხვები, რომლებიც ეხება სხვადასხვანაირ აქტივობებს, მუშაობის ასპექტებს და პირად ინტერესებს.
შეუსაბამე შენი პასუხი: თითოეული წინადადებისთვის აირჩიე ციფრი 1-დან 5-მდე, იმის მიხედვით, ეთანხმები თუ არა მას.
1 = ძალიან არ ვეთანხმები
2 = არ ვეთანხმები
3 = ნეიტრალური
4 = ვეთანხმები
5 = სრულიად ვეთანხმები
იყავი გულწრფელი და ენდე შენს ინტუიციას. აქ სწორი და არასწორი პასუხი არ არის. შემოხაზე პასუხი იმის მიხედვით, თუ რამდენად პირნათლად ასახავს იგი შენს გატაცებებს და ინტერესებს.
არ იჩქარო! გამოიყენე დრო გონივრულად. შენმა პასუხებმა უნდა ასახოს შენი ინტერესები.
რა ხდება ტესტის შემდეგ?
მას შემდეგ, რაც ტესტს დაასრულებ და ყველა კითხვას პასუხს გასცემ, ჩვენი ალგორითმი გაანალიზებს შენ მიერ მოწოდებულ ინფორმაციას და გამოიტანს დასკვნას შენი პიროვნების შესახებ. ეს შესაძლებლობას მოგვცემს განვსაზღვროთ შენი მთავარი ინტერესები და დაგეხმაროთ მომავალი პროფესიის არჩევაში.
დაიმახსოვრე, რომ ეს შეფასება არის ინსტრუმენტი, რომელიც დაგეხმარება შენი თავის აღმოჩენაში და პროფესიის არჩევაში. ეს არის უნიკალური შესაძლებლობა შეიცნო შენი თავი უკეთესად და გააკეთო ინფორმირებული გადაწყვეტილება შენი მომავლის შესახებ.